ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა ნატოს მისია არ არის
დიდი ბრიტანეთი სხვა ქვეყნებთან ერთად მუშაობს ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი სავაჭრო ნაოსნობის აღსადგენად, თუმცა ეს მარტივი ამოცანა არ არის. ამის შესახებ, როგორც BBC წერს, ლონდონში დღეს, 16 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.
მსოფლიოში ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისთვის უმნიშვნელოვანეს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა პრაქტიკულად, შეწყვეტილია აშშ-ისრაელსა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებების გამო. ირანმა სრუტე ფაქტობრივად, დაბლოკა.