მოსკოვს რეკორდული რაოდენობის დრონებით შეუტიეს
მოსკოვი 2026 წლის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბურ უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) თავდასხმას დაექვემდებარა. დროებითი შეზღუდვები დაწესდა დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის საერთაშორისო აეროპორტებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯამში 280 დრონი იქნა მოგერიებული.
„საჰაერო თავდაცვის ძალებმა (ПВО) გაანადგურეს მინიმუმ 66 უკრაინული დრონი, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდნენ“, - ამის შესახებ Telegram-ის არხზე დაწერა რუსეთის დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა.
მისი თქმით, ყველა ეს დრონი 12 საათზე ნაკლებ დროში ჩამოაგდეს.