დონალდ ტრამპი ამბობს, რომ აშშ-მა ირანის ხარქის კუნძულზე გაანადგურა ყველა სამხედრო სამიზნე
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხარქის კუნძულზე, სადაც მდენარეობს ირანის ნავთობის მსხვილი ტერმინალი.
ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს და ოპერაციას აღწერს როგორც ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში „ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ დაბომბვას“ და წერს, რომ კუნძულზე „ირანის ძვირფას მარგალიტზე“ ყველა სამხედრო სამიზნე განადგურებულია.
„კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე, მე გადავწყვიტე, არ გაგვენადგურებინა კუნძულზე ნავთობის ინფრასტრუქტურა. მაგრამ ირანი ან ვინმე სხვა თუ რაიმეს მოიმოქმედებს...