უნგრეთი დათანხმდა დაპატიმრებული ნაღდი ფულის გადაზიდვის მანქანების კიევისთვის გადაცემას
ბუდაპეშტი დათანხმდა, რომ ინკასატორების - ნაღდი ფულის გადამტანების ორივე დაპატიმრებული მანქანა უკრაინის სახელმწიფო ბანკს, „ოშჩადბანკს“ გადასცეს, თუმცა ნაღდი ფული და ოქრო, რომელიც ამ მანქანებით გადაჰქონდათ, უნგრეთში დარჩება.
ამის შესახებ 12 მარტს გაზეთმა „ევროპეისკაია პრავდამ“ გაავრცელა ინფორმაცია, საქმის ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით
.
უნგრეთის ეროვნული საგადასახადო და საბაჟო სამსახურის გამომძიებლებმა, რომლებსაც მთავრობამ ფორმალური გამოძიების ჩატარება დაავალა, განაცხადეს...