ირანმა დაადასტურა, რომ ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი დაჭრილია
ირანმა დაადასტურა, რომ ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერად არჩეული მოჯთაბა ხამენეი დაჭრილია.
ბოლო დღეებში დასავლეთის არაერთი მედიასაშუალება, მათ შორის სააგენტო Reuters-ი და გამოცემა The New York Times-ი წერდნენ, რომ მოჯთაბა ხამენეი დაიჭრა აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეს, 28 თებერვალს, როცა მისი მამა, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს.8 მარტს ირანის ისლამური რესპუბლიკის „ექსპერტთა ასამბლეამ" ახალ უზენაეს ლიდერად აირჩია აიათოლა ალი ხამენეის მეორე ვაჟი, 56 წლის მოჯთაბა ხამენეი.