უკრაინა და რუსეთი სამოქალაქო მსხვერპლზე იუწყებიან, აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკება შესაძლოა მომავალ კვირაში განახლდეს
კიევი და მოსკოვი განსხვავებულ ვერსიებს ავრცელებენ უკრაინის მხრიდან რუსეთის სასაზღვრო რეგიონზე, ბრიანსკზე მიტანილი იერიშის შესახებ - ადგილობრივი გუბერნატორი აცხადებს, რომ ექვსი სამოქალაქო პირი დაიღუპა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით დატყმა განხორციელდა სარაკეტო კომპონენტების ობიექტზე.
ამასთან, უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საერთო ჯამში სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მიერ 10 მარტს განხორციელებულ იერიშებს - მათ შორის ოთხი პირი სასიკვდილოდ დაიჭრა...