ირანზე პირდაპირ ეთერში საუბრის შემდეგ გია ხუხაშვილი სუსში დაიბარეს
პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
„12 საათზეა დაბარებული“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას უწყებაში და დამატებით კითხვებს აღარ უპასუხეს.
გამოკითხვაზე დაბარების საფუძველი გახდა გუშინ, 9 მარტს, „პალიტრანიუსის“ პოლიტიკურ ტოქშოუში, „360 გრადუსში“, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებული განცხადებები - ასე უთხრეს გია ხუხაშვილს.
„დამირეკეს და თავად განმიცხადეს, რომ ამ გადაცემაში ნათქვამი ჩემი ექსპერტული პროგნოზების გამო მიბარებენ. გუშინ ეთერში რა საფრთხეებზეც ილაპარაკე...