პუტინმა მოჯტაბა ხამენეის მიულოცა ირანის უზენაეს ლიდერად არჩევა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოჯტაბა ხამენეის მიულოცა ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერად არჩევა და თეირანს მოსკოვის „უცვლელი მხარდაჭერა“ დაუდასტურა.
ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების პირველივე დღეს მოკლეს.8 მარტს თეირანმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ახალ უზენაეს ლიდერად არჩეულია ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი.რუსეთის პრეზიდენტის მისალოც წერილში, რომელიც კრემლის საიტზე დღეს, 9 მარტს გამოქვეყნდა, პუტინი მოჯტაბა ხამენეის მიმართავს...