რუსეთმა უკრაინას 117 დრონით შეუტია, არიან დაღუპულები და დაჭრილები
7-8 მარტის ღამეს, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის 117 დრონი გაუშვა. მათგან 98 ჩამოაგდეს. დაფიქსირდა ორი „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტისა და 19 მოიერიშე დრონის იერიში 11 ადგილზე. სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
რუსეთის დარტყმების ძირითადი სამიზნეები კვლავ ენერგეტიკისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონში დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამარის...