ადგილობრივების ცნობით, საპატრულო ეკიპაჟის ადევნებას ავარია მოჰყვა - რას ამბობს შსს?
7 მარტს, საღამოს 10 საათისთვის, სოფელ აღაიანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ადგილობრივები, ტვ პირველთან საუბრისა ამბობენ, რომ შენიშნეს საპატრილო ეკიპაჟი, რომელიც ავტომობილს მიჰყვებოდა და ამის შემდეგ გაიგეს, რომ სოფელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავტომობილში საპი პირი იჯდა, რომელთაგან ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას უახლოეს საათებში ოპერაცია უნდა გაუკეთდეს.
ადგილობრივების თქმით, მაღალი სიჩქარით მიმავალი მანქანის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ერთ-ერთი მოსახლის ღობეს დაეჯახა.