სამშობლოში დაბრუნდნენ უნგრეთში დაკავებული უკრაინელი ინკასატორები
უნგრეთში დაკავებული უკრაინელი ინკასატორები სამშობლოში დაბრუნდნენ - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი სიბიჰა.
"პრეზიდენტ ზელენსკის უკვე ვაცნობე ის, რომ ჩვენ შევძელით მიგვეღწია ბუდაპეშტში დაკავებული უკრაინის შვიდი მოქალაქის გათავისუფლებისთვის. ისინი უკვე უსაფრთხოდ არიან და უკრაინის საზღვარი გადმოკვეთეს" - წერს მინისტრი.
ხუთშაბათს უნგრეთში დააკავეს უკრაინის სახელმწიფო შემნახველი ბანკის, Ощадбанк-ის ორი მანქანა, რომლებშიც იდო 40 მილიონი ამერიკული დოლარი, 35 მილიონი ევრო და ცხრა კილოგრამი ოქრო.