უნგრეთი უკრაინის პრეზიდენტს „ღია მუქარაში" ადანაშაულებს
უნგრეთის მთავრობამ „ღია მუქარად" მიიჩნია რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელიც ევროკავშირის 90-მილიარდიანი დახმარების განბლოკვის აუცილებლობაზე საუბრისას გააკეთა.
ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გაცემა უნგრეთმა დაბლოკა მას შემდეგ, რაც მილსადენ „დრუჟბის“ დაზიანების შედეგად შეწყდა უკრაინის გავლით უნგრეთში რუსული ნავთობის ტრანზიტი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 მარტს გამართულ ბრიფინგზე, არმიის საჭიროებებზე საუბრისას განაცხადა...