გერმანიაში სკოლის მოსწავლეები გამოვიდნენ ჯარში გაწვევის წინააღმდეგ
ათასობით გერმანელმა მოზარდმა 5 მარტს სკოლა გააცდინა, რათა შეერთებოდა აქციებს, რომლითაც აპროტესტებდნენ სამხედრო სამსახურში გაძლიერებული გაწვევის კამპანიას, რაც, ბევრის აზრით, მომავალში შესაძლოა სამხედრო ვალდებულების ფორმაში გადაიზარდოს.
ბერლინის პოტსდამერ პლაცზე დაახლოებით 3 ათასი მოსწავლე შეიკრიბა, ხოლო მთელი გერმანიის მასშტაბით მცირე დემონსტრაციები გაიმართა, როგორც „სკოლის საქვეყნო გაფიცვის“ ნაწილი.
გერმანია, სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, ცდილობდა შეიარაღებული ძალების გაძლიერებას 2022 წელს...