ევროკავშირი და სპარსეთის ყურის ქვეყნები მოუწოდებენ ირანს, შეწყვიტოს თავდასხმები, რომლებიც საფრთხეს უქმნის „გლობალურ უსაფრთხოებას“
კრიზისული მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მინისტრებმა 5 მარტს მოუწოდეს ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „განურჩეველი“ თავდასხმები სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ და გააფრთხილეს, რომ თავდასხმები საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას.
„მინისტრებმა მკაცრად დაგმეს ირანის გაუმართლებელი თავდასხმები სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნის რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას და მოუწოდეს ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები“...