მთელი ერაყის მასშტაბით გაითიშა ელექტროენერგია, დაწყებულია გამოძიება
ერაყის ელექტროენერგიის სამინისტრო იუწყება ელექტროენერგიის მიწოდების სრულ გათიშვაზე და მომხდარის მიზეზების შესახებ გამოძიების დაწყებაზე. ელექტროენერგიის მიწოდების განახლების დრო ჯერჯერობით უცნობია.
როგორც სააგენტო INA ერთ-ერთი რეგიონის ენერგეტიკის დეპარტამენტის ჩინოვნიკებზე დაყრდნობით იუწყება, გათიშვის მიზეზებს შორისაა ელექტროსადგურზე გაზის არასაკმარისი მიწოდება და რამდენჯერმე განხორციელებული დარტყმა ელექტროგადამცემ ხაზებზე.
მანამდე ვრცელდებოდა ცნობა ირანის მხრიდან ერაყში, ერბილში მდებარე ამერიკულ ბაზაზე დარტყმის თაობაზე.