„არა ომს“ - ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტის მუქარას უპასუხა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა დღეს, 4 მარტს კიდევ ერთხელ გამოხატა ქვეყნის მთავრობის პოზიცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მიმართ.
ესპანეთმა აშშ-ს არ მისცა ირანზე შეტევებისთვის თავისი სამხედრო ბაზის გამოყენების უფლება. მადრიდის პოზიციით უკმაყოფილო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესპანეთს სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტით დაემუქრა.
პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ესპანელებისადმი დღევანდელი სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ მთავრობის პოზიციაა „არა ომს“. სანჩესის თქმით, წარსულის შეცდომები არ უნდა განმეორდეს.