ირანი 700-ზე მეტი დაღუპულის შესახებ იუწყება
ორგანიზაცია „წითელი ნახევარმთვარის“ ირანის ოფისი, რომლის საქმიანობასაც ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება აკონტროლებს, აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ 700-ზე მეტი დაღუპულის შესახებ იუწყება. ანალოგიურ მონაცემებს ფლობს უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Activists in Iran(HRANA), რომელიც აშშ-დან საქმიანობს.
„წითელი ნახევარმთვარის“ მიერ 3 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, 28 თებერვლიდან ირანის 150-ზე მეტ რაიონში დაიღუპა 787 ადამიანი, მათ შორის 176 ბავშვი.
HRANA-ს მონაცემებით,...