უკრინის საერთაშორისო ლეგიონების რეფორმა
2025 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში გადაწყდა უკრაინის სახმელეთო ჯარების ოთხი ქვედანაყოფის დაშლა. რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისშივე ისინი შეიქმნა „საერთაშორისო ლეგიონების“ საერთო სახელწოდებით. გენერალური შტაბის გეგმის თანახმად, ჯარისკაცებს, რომლებიც ამ ქვედანაყოფებში მსახურობდნენ, მათ შორის უცხოელებს, მოიერიშე ჯარებში უნდა გაეგრძელებინათ სამსახური.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა ირწმუნება, რომ რეფორმა ევოლუციური პროცესია და რომ „ლეგიონებმა“ უკვე შეასრულეს თავიანთი ამოცანა.