მაკრონი: საფრანგეთი გაზრდის ბირთვული ქობინების რაოდენობას
გლობალური სტრატეგიული არასტაბილურობის ფონზე, საფრანგეთი გაზრდის თავის ბირთვულ არსენალს და გააფართოებს თანამშრომლობას ბირთვული შეკავების სფეროში სხვა ევროპულ ქვეყნებთან, მათ შორის გერმანიასთან.
ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ორშაბათს - 2 მარტს განაცხადა. მან ამ გადაწყვეტილების მიზეზებად დაასახელა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ჩინეთის მზარდი სამხედრო ძალა და აშშ-ის თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების შეცვლა.
აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცვლილებების ფონზე, ადრეც იყო ლაპარაკი საფრანგეთის...