თელ-ავივიდან დუბაიმდე: ქართველები დაბრუნებას ცდილობენ
თელ-ავივი, დუბაი, აბუ-დაბი, დოჰა, შარჯა - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ქალაქებისა, სადაც ქართველები ამ დრომდე რჩებიან და ირანში განვითარებული მოვლენების გამო, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ოპერაციამ ყველას გეგმა შეცვალა.