Добавить новость

ირანის ხელისუფლების მხარდამჭერებმა პაკისტანში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმა სცადეს

ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციამ და ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის სიკვდილმა საპროტესტო აქციები გამოიწვია პაკისტანში. დღეს, 1 მარტს პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში, აშშ-ის საკონსულოსთან შეტაკება მოხდა საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. მოკლულია აქციის სულ მცირე 7 მონაწილე. ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ ადასტურებს რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახური. აშშ-ის საკონსულოსთან აქცია ორგანიზებული იყო ირანის მხარდამჭერი შიიტური ჯგუფების მიერ.
Губернаторы России



Заголовки
Заголовки
Moscow.media
Ria.city

Новости России




Rss.plus

Музыкальные новости


Новости тенниса







Новости спорта