NYT: თეირანში თავდასხმა, რასაც ალი ხამენეი ემსხვერპლა, CIA-ის მონაცემების საფუძველზე მოეწყო
New York Times-ი იტყობინება 1 მარტს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აიათოლა ალი ხამენეი ირანის უმაღლესი ლიდერების შეხვედრას უნდა დასწრებოდა, აშშ-სა და ისრაელის არმიებს დაეხმარა
თავდასხმის ორგანიზებაში, რომლის დროსაც ირანის უზენაესი ლიდერი
მოკლეს.
ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ხამენეი თეირანზე განხორციელებული დარტყმების დროს მოკლეს. ირანის დედაქალაქის სამხედრო და სამთავრობო ობიექტების დაბომბვა ისრაელის აშშ-ის არმიებმა 28 თებერვალს დილით დაიწყეს.