ირანი ადასტურებს ხამენეის მრჩევლის და „გუშაგთა კორპუსის“ მეთაურის სიკვდილსაც
ირანზე ისრაელისა და აშშ-ის დარტყმების შედეგად მოკლული არიან ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი შამხანი და შეიარღებული ძალების ელიტურ დანაყოფად მიჩნეული „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური მოჰამად პაკპური.
ცნობა მათი სიკვდილის შესახებ ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA-მ 1 მარტს გაავრცელა. მანამდე შამხანის და პაკპურის ლიკვიდაციის შესახებ ისრაელმა და შეერთეულმა შტატებმა განაცხადეს.
ალი შამხანი ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, 28 თებერვალს მოკლული აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველიც იყო.