ტრამპი ამბობს, რომ ხამენეი მკვდარია
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მკვდარია.
"ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია" - წერს ტრამპი თავისი სოციალური ქსელით Truth Social, ამ ინფორმაციის წყაროს დაკონკრეტების გარეშე.
"ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ირანელი ხალხისთვის, რათა მათ თავიანთი ქვეყანა დაიბრუნონ" - დასძენს ტრამპი.
ირანი ჯერჯერობით არ ადასტურებს ხამენეის სიკვდილს.
ხამენეიმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ირანის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში.