დიდი ბრიტანეთის ელჩმა საგარეო უწყება უკომენტაროდ დატოვა
დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა საგარეო საქმეთა სამინისტრო უკომენტაროდ დატოვა. მას კომენტარი არც შესვლამდე გაუკეთებია.
ელჩი საგარეო უწყებაში პროსახელისუფლებო ტელეარხების „იმედისა“ და PosTV-ის დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სანქცირების გამო განმარტებებისთვის იყო დაბარებული.
"ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას, რა არის ქართული ტელევიზიების დასანქცირების საფუძველი", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა 25 თებერვალს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში.
მისი შეფასებით, ცინიკურია, რომ „დიდი...