G7-ის ლიდერებმა მხარდაჭერა გამოუხატეს უკრაინას და აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევას
24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნების ლიდერებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც გამოხატეს უკრაინის მიმართ „ურყევი მხარდაჭერა“ მისი ტერიტორიული მთლიანობისა და არსებობის უფლების, თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაში.
განცხადება გამოქვეყნდა ევროკომისიის ვებსაიტზე. მასში ასევე გამოთქმულია მხარდაჭერა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობების მიმართ, „მიაღწიოს ამ მიზნებს სამშვიდობო პროცესის ინიცირებით და მხარეების პირდაპირი დიალოგის გზით“.