Bloomberg: აშშ-ს სურს, უკრაინაში ომი 4 ივლისამდე დასრულდეს
Bloomberg-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სურს, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას მიაღწიოს 4 ივლისამდე, როდესაც შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დეკლარაციის 250 წლისთავს აღნიშნავენ.
სააგენტოს წყაროების ცნობით, ნატოში აშშ-ის მოკავშირეები სკეპტიკურად არიან განწყობილი ამ გეგმების მიმართ. „ისინი ამბობენ, რომ აშშ დაჟინებით მოითხოვს შეთანხმებას მანამ, სანამ ტრამპი 4 ივლისს აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს უმასპინძლებს. თუმცა, ევროპელი და ნატოს მაღალი თანამდებობის პირების თქმით...