ბელარუსში კოლონიიდან გაათავისუფლეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მიკალაი სტატკევიჩი
ბელარუსის ავტორიტარი მმართველის, ლუკაშენკას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აქტიური მოწინააღმდეგე მიკალაი სტატკევიჩი კოლონიიდან გაათავისუფლეს.
ინფორმაცია სოციალური ქსელებით 19 თებერვალს ღამით გაავრცელა სტატკევიჩის ცოლმა მარინა ადამოვიჩმა. მისი ინფორმაციით, მიკალაი სტატკევიჩს ინსულტი ჰქონდა, საუბრის პრობლემა აქვს და რეაბილიტაციას გადის.
სტატკევიჩი იყო იმ ათეულობით პოლიტპატიმარს შორის, რომლებიც ლუკაშენკას ხელისუფლებამ 2025 წლის 11 სექტემბერს გაათავისუფლა. გათავისუფლების შემდეგ ისინი ლიეტუვის საზღვართან მიიყვანეს...