უკრაინულმა დრონებმა ველიკიე-ლუკიში ნავთობის საწყობს დაარტყეს
19 თებერვლის ღამეს, უკრაინულმა დრონებმა ველიკიე-ლუკიში ნავთობის საწყობს დაარტყეს, რის შედეგადაც ნავთობპროდუქტებით სავსე ერთ-ერთ ავზს ცეცხლი წაეკიდა. ამის შესახებ ფსკოვის ოლქის გუბერნატორმა მიხაილ ვედერნიკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, მშვიდობიან მოსახლეობასა და ობიექტის პერსონალს შორის მსხვერპლი არ ყოფილა.
ფსკოვის აეროპორტში რამდენიმე საათის განმავლობაში დაწესდა შეზღუდვები გამგზავრებასა და ჩამოსვლაზე, თუმცა დილით ფრენები განახლდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში რუსეთის ექვს რეგიონში 113 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.