რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ციხიდან ითხოვს უკრაინაში საომრად გაგზავნას
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ტიმურ ივანოვი, რომელიც 13-წლიან საპატიმრო სასჯელს იხდის თითქმის ოთხი მილიარდი რუბლის გაფლანგვის ბრალდებით, თავდაცვის სამინისტროს უჩივის.
ივანოვმა უკრაინაში საომრად კონტრაქტით გაგზავნა 2025 წლის ზაფხულში ჯერ მაიორის წოდებით ითხოვა, უარის მიღების შემდეგ კი შემოდგომაზე ხელახალი განაცხადი წარადგინა იმის შესახებ, რომ მზად არის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ ნებისმიერი ჩინით ჩაერთოს.
დღეს, 19 თებერვალს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა“ ივანოვის მიერ მოსკოვის...