„არ ვიცით რა მოხდა“ - იპოვეს თბილისში გაუჩინარებული ლატვიელი ქალი
თბილისში რამდენიმე დღით გაუჩინარებული 24 წლის ლატვიის მოქალაქე, ეველინა სმირნოვა, იპოვეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა და უთხრა, რომ არავინაა დაკავებული, რადგან დანაშაულის ნიშნები არ ყოფილა.
ეველინა სმირნოვას დედა, ნანია პეტროვა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მისთვის არ არის ცხადი, რა მოხდა სინამდვილეში და არ სჯერა, რომ მისი შვილი 4 დღის განმავლობაში საკუთარი ნებით იყო გაუჩინარებული:
„პოლიციას ვთხოვეთ, რომ სანამ საქართველოში ჩამოვიდოდით მის წამოსაყვანად, ჩემი შვილი კლინიკაში გადაეყვანათ.