ზელენსკი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი თავდასხმაა მოსალოდნელი
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი თავდასხმაა მოსალოდნელი.
ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ ასეთი დარტყმები თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევას ართულებს.
რუსეთის და აშშ-ის ოფიციალურ პირებთან ახალი მოლაპარაკების წინა დღეს, ზელენსკიმ, თავის საღამოს ვიდეომიმართვაში ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი თავდასხმებს “ავითარებს”, რომ იერიშები იარაღის კომბინაციას წარმოადგენს და განსაკუთრებულ თავდაცვას მოითხოვს.