საპროტესტო აქცია დედაენის ბაღში: "სტუდენტებმა უნდა დაიცვან თავიანთი უნივერსიტეტები“
"დაიცავი განათლება!" - ამ ლოზუნგით მიმდინარეობს საპროტესტო აქცია დედაენის ბაღში, სადაც სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ განათლების რეფორმას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელსაც, მათი თქმით, ე.წ. განათლების რეფორმა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს.
„ქართული ენა ჩვენი ქვეყნის, ქართული სახელმწიფოს მთავარი მარკერია და ამიტომ სად უნდა შევიკრიბოთ თუ არა დედაენის ბაღში,...