ვოლოდიმირ ზელენსკი: ბერლინის ფორმატის ლიდერებთან შევთანხმდით ენერგეტიკული და სამხედრო დახმარების კონკრეტულ პაკეტებზე
უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე რეგულარულად მიტანილ საჰაერო იერიშებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის თქმითაც, ყოველდღე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები რუსეთის იერიშების შედეგად დაზარალებულ ქალაქებსა და თემებში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მხოლოდ თებერვლის ამ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოუშვა დაახლოებით 1300 მოიერიშე დრონი, 1200-ზე მეტი მართვადი ავიაბომბი და 50 რაკეტა, რომლებიც თითქმის ყველა ბალისტიკური იყო. დღეს მტრის დარტყმის ქვეშ მოექცა ოდესის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და სუმის ოლქები.