ორბანის თქმით, ევროკავშირი უფრო მეტი მეტი საფრთხეა, ვიდრე პუტინი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ „პუტინის მიმართ შიშის გაღვივება პრიმიტიული და არასერიოზულია“, ხოლო ბრიუსელი „საფრთხის უშუალო წყაროს“ წარმოადგენს.
ვიქტორ ორბანმა კვლავ მკვეთრად გააკრიტიკა ევროკავშირის ხელმძღვანელობა.
„უნდა შევეგუოთ აზრს, რომ მათ, ვისაც თავისუფლება უყვარს, აღმოსავლეთის კი არა, ბრიუსელის უნდა ეშინოდეთ“, - განაცხადა ორბანმა 14 თებერვალს ბუდაპეშტში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას. მისი თქმით, „პუტინისადმი შიშის გაღვივება პრიმიტიული და არასერიოზულია“, ხოლო ბრიუსელი წარმოადგენს „უშუალო საფრთხის წყაროს“.