"შეჩერდეს გადაწყვეტილების აღსრულება" - ილიაუნის კურსდამთავრებულებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთები განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ, დაუყოვნებლივ შეიცვალოს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, რომლის მიზანიც, მათი აზრით, უნივერსიტეტის განადგურებაა.
რამდენიმე მოთხოვნით მათ ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.
უნივერსიტეტის სხვადასხვა თაობის კურსდამთავრებულები აცხადებენ, რომ ისინი უკიდურესად არიან შეშფოთებულები 12 თებერვალს განათლების ,,რეფორმის” ფარგლებში დაანონსებული სიახლეების შესახებ და წერენ, რომ ეს გადაწყვეტილება მკვეთრად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მესამე პუნქტს...