ცხინვალში რუსული შიდა პასპორტების გაცემის პუნქტი გახსნეს
პარასკევს, 13 თებერვალს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საზეიმოდ გაიხსნა რუსული პასპორტების გაცემის ცენტრი.
ცერემონია გაიმართა ცხინვალში, ინფორმაციისა და კოორდინაციის ცენტრში.
ვინ დაესწრო ცერემონიას?შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის ელჩი მარატ კულახმეტოვი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარე ძამბოლატ ტადტაევი, დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ერისლავ მამიევი და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს უცხო ქვეყნის მოქალაქეობისა და რეგისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილე დიმიტრი სერგიენკო.