საფრანგეთში ცხრა ადამიანი დააკავეს ლუვრის ბილეთების თაღლითობის საქმეზე
საფრანგეთის პოლიციამ დააკავა ცხრა პირი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ლუვრის ბილეთების თაღლითურ სქემაში, რამაც მუზეუმი 10 მილიონი ევროთი აზარალა. ეჭვმიტანილებს შორის არიან ლუვრის თანამშრომლები და გიდები.
დაკავებულთა შორის ასევე არის პირი, რომელიც, სავარაუდოდ ორგანიზატორია - პარიზის პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება სააგენტო „როიტერსი“.
საქმის გამოძიება 2024 წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც მუზეუმმა ეჭვი შეიტანა ორ ჩინელ გიდში, რომლებსაც ჩინელი ტურისტების ჯგუფები მუზეუმში შეჰყავდათ ერთი და იგივე ერთჯერადი ბილეთის გამოყენებით.