რუსეთში დრონებით შეტევა იყო სამხედრო მრეწველობის და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს, 12 თებერვალს განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა დაარტყეს რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ მიჩურინსკში მდებარე ქარხანა „პროგრესს”, რომელიც მაღალტექნოლოგიურ დანადგარებს აწარმოებს საავიაციო და სარაკეტო სისტემებისთვის.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, სხვა შედეგები კი ჯერ დაზუსტებული არ არის.
ტამბოვის ოლქის ხელისუფლებამ დილით განაცხადა, რომ ქალაქ მიჩურინსკზე უკრაინული დრონებით შეტევა იყო, თუმცა დაზიანებულ ობიექტებს შორის კონკრეტულად „პროგრესი“ არ უხსენებია.