ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 90 მლრდ ევროს სესხის გამოყოფას
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის წინადადებას უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ სამხედრო და საბიუჯეტო ხარჯების დასაფინანსებლად.
სესხი დამტკიცდა 2026-2027 წლების პერიოდისთვის. კენჭისყრაში 458 წევრმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, 140-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 44-მა თავი შეიკავა.
უკრაინისთვის სესხი შედგება 60 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებისა და 30 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მხარდაჭერისგან. ეს დაფარავს უკრაინის საჭიროებების ორ მესამედს 2026-2027 წლებში, როგორც საბიუჯეტო...