ვენსმა და ფაშინიანმა გააფორმეს სამოქალაქო სფეროში ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმება
სომხეთმა და აშშ-მა 9 თებერვალს გააფორმეს შეთანხმება სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სექტორში თანამშრომლობის თაობაზე - აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
ფაშინიანმა შეთანხმება გააფორმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან, რომელიც სომხეთში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა.
სააგენტო DPA-ს შეფასებით, ეს მილიარდობით დოლარის ოდენობის შეთანხმება არის ნიშანი იმისა, რომ აშშ შედის უწინ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ სივრცეში - სომხეთს ერთადერთი ბირთვული ელექტროსადგურისთვის საჭირო ტექნოლოგიას მოსკოვი აწვდიდა.