ნიკა მელიას პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა - მას სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, პატიმრობაში მყოფ ნიკა მელიას პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა. პროკურატურა მელიას სასამართლოს უპატივცემულობას, კერძოდ, მოსამართლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება.
პროკურატურის თანახმად, "2025 წლის 10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ადმინისტრაციულ სასამართლო სხდომაზე, ნიკანორ მელიამ სასამართლოს უპატივცემულობა ჩაიდინა, რაც მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოიხატა.
ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა...