მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში რუბიო მიიღებს მონაწილეობას, ტრანსატლანტიკურ კავშირებში დაძაბულობის ფონზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც პარასკევს დაიწყება - რითიც ხაზი გაესმება ტრანსატლანტიკური ურთიერთობის მნიშვნელობას, ამჟამინდელი "ნდობის კრიზისის" მიუხედავად - განაცხადა ფორუმის ხელმძღვანელმა. მის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.
ვოლფგანგ იშინგერი - ყოფილი დიპლომატი, რომელიც ხელმძღვანელობს უსაფრთხოების ანალიტიკოსებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებების ამ ყოველწლიურ ფორუმს - აცხადებს, რომ მიუნხენში ელიან აშშ-ის კონგრესის 50-ზე მეტ წევრს...