„ყველა გზა თეთრი ტაძრისკენ მიდის“ - თსუ-თან აქციას მართავენ პროფესორ-მასწავლებლები
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქციას მართავენ პროფესორ-მასწავლებლები, საიდანაც პარლამენტისკენ მსვლელობით გაემართებიან.
პროფესორ-მასწავლებლები პირველი კორპუსის ეზოში პლაკატებით დგანან და სიტყვით მიმართავენ იქ შეკრებილ მოქალაქეებს.
ისინი კვლავ აპროტესტებენ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უნდა შეუერთდეს.
პროფესორ-მასწავლებლები მიმართავენ სტუდენტებსა და კოლეგებს:
„ახალგაზრდებო, დღეს ძალიან მნიშნელობანი დღები გვაქვს.