რუსეთმა დასავლეთ უკრაინაზე ფართო იერიში მიიტანა
7 თებერვალს, ღამით, რუსეთის არმიამ კვლავ განახორციელა დარტყმა უკრაინაზე ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილზე. დრონებითა და რაკეტების თავდასხმებმა რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია, იუწყება Current Time.
როვნოს რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დარტყმების შედეგად ერთი პირი დაიღუპა. ასევე არიან დაშავებულები.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, დენის შმიჰალის თქმით, თავდასხმის მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო, კერძოდ, ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში ბურშტინის თბოელექტროსადგური...