ანალიტიკოსები: რაც უფრო ღარიბია რუსეთის რეგიონი, მასზე მით უფრო მეტი დანაკარგი მოდის უკრაინასთან ომში
უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში რუსეთის სამხედროების დანაკარგების რეგიონებზე განაწილება, როგორც წესი, წარიმართება კანონზომიერებით - რაც უფრო მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი ამა თუ იმ რეგიონში, მით უფრო მაღალია დანაკარგებიც. ეს მონაცემები მოტანილია ბიბისის რუსული სამსახურის მასალაში - რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება გამოცემა The Bell-ის მიერ მანამდე გამოქვეყნებულ ანალიზს, ალექსანდრ კოლიანდრის ავტორობით.
"მედიაზონასთან" და მოხალისეებთან თანამშრომლობით ბიბისის ჟურნალისტებმა 6 თებერვლისთვის დაადგინეს...