სახიფათო თამაშების დასასრული - რა ელის სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას?
„რეალიზმის სამყაროში შეიძლება გქონდეს რაღაცის უფლება, მაგრამ თუ არ გაქვს მისი მიღწევის საშუალებები, მაშინ კომპრომისებზე უნდა წახვიდე“, - ეუბნება გერარდ ლიბარიდიანი რადიო თავისუფლებას.
სომხური წარმოშობის ამერიკელი ისტორიკოსი, დიპლომატი და წლების განმავლობაში ექსპრეზიდენტ ლევონ ტერ-პეტროსიანის უფროსი მრჩეველი, გერარდ ლიბარიდიანი უშუალოდ მონაწილეობდა სომხეთის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში და ყარაბაღის კონფლიქტის მთავარი მომლაპარაკებელი იყო.
ის დეტალურად განიხილავს ყარაბაღის მეორე ომის შედეგებს, სომხეთის სტრატეგიულ შეცდომებს...