აშშ-ირანის მოლაპარაკების წინ თეირანმა წარმოადგინა „ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი" რაკეტა
ირანის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დღეს დაგეგმილი მოლაპარაკების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საჯაროდ წარმოადგინა თავისი „ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი" ბალისტიკური რაკეტა.
აშშ ირანისგან მოითხოვს ბირთვული და სარაკეტო პროგრამების შეზღუდვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანს მასშტაბური სამხედრო ოპერაციით დაემუქრა.ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება, რომელიც ბოლო კვირებში სასტიკად გაუსწორდა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილეებს, ირწმუნება, რომ მის ბირთვულ პროგრამას მშვიდობიანი მიზნები აქვს...