მოსკოვი აუქმებს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული შიდა პასპორტების გაცემის პუნქტს
შეჩერდება ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული რუსული შიდა პასპორტების (პირადობის მოწმობის) გამცემი პუნქტის მუშაობა, ამის შესახებ სოხუმში "რუსეთის საელჩო" აცხადებს.
განცხადებაში მითითებულია, რომ რუსეთის შიდა პასპორტების გაცემის პუნქტები 2026 წლის იანვარში გაიხსნა „აფხაზი მოქალაქეებისთვის კომფორტული პირობების შექმნის მიზნით“, "ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც მხარეებმა 2022 წელს მოაწერეს ხელი და 2025 წლის 25 აპრილს შევიდა ძალაში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების საფუძველზე".