მილანში ოფიციალურად გაიხსნება ზამთრის XXV ოლიმპიადა
დღეს, 6 თებერვალს საღამოს იტალიის ქალაქ მილანში გაიმართება ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების ოფიციალურად გახსნის ცერემონია. ის ჩატარდება მილანის სტადიონ „სან-სიროზე“, რომელიც 75 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს.